„ფეისბუქი“ რუსული, ირანული და ჩინური მედიაორგანიზაციების ეტიკეტირებას დაიწყებს

face„ფეისბუქი“ რუსული, ირანული და ჩინური მედიაორგანიზაციების სახელმწიფო მედიის სტატუსით ეტიკეტირებას დაიწყებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელი რუსული „სპუტნიკის“, ირანული „პრესტივის“ და ჩინური „სინხუას” ეტიკეტირებას სახელმწიფო მედიის სტატუსით მოახდენს, ზაფხულის ბოლოდან კი დაბლოკავს სახელმწიფოს კონტროლირებული ორგანიზაციების ნებისმიერ რეკლამას, რომელთა სამიზნე ამერიკელი მომხმარებლები იქნებიან.

მედიის ეტიკირებას “ფესბუკი” გასული წლიდან გეგმავდა და ის არ არის პირველი კომპანია, რომელმაც მსგავს ქმედებებს მიმართა. მაგალითად YouTube- მა  2018 წელს დაიწყო ვიდეო არხების ეტიკირება. თუმცა კრიტიკოების აზრით, კომპანიამ საქმეს თავი ვერ გართვა, ზოგოერთი სახელმწიფო არხის ეტიკიება ვერ მოხერხდა, რაც აღნიშნულ საინფორმაციო სააგენტოებს საშუალება მიეცა რეკლამასა და დეზინფორმაციაზე ფული გამოემუშავა.

კომპანია”ფეისბუკი”  თავიდანვე გამოიყენებს ეტიკეტს დაახლოებით 200 გვერდზე.  ეტიკეტირება არ შეეხებათ ამერიკაში დაფუძნებულ ორგანიზაციებს.   ახალი ღონისძიება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაწესდება.

image_pdfimage_print

Comments

comments