ზურაბ ჯაფარიძე მზად არის უარი თქვას მაჟორიტარობაზე

ეს ბრძოლა საპატრიარქომ მოიგო - ზურაბ ...„გირჩის“ ლიდერმა „ტვ პირველის“ ეთერში  განაცხადა,  რომ  მნიშვნელოვანია პირველივე ტურში მაჟორიტარებზე შეთანხმება. ხოლო,  თუ პირველ ტურში გარკვეულ ოლქებში მოიგებენ, ეს გარკვეულწილად მეორე ტურზეც გავლენას იქონიებს.

ჯაფარიძის განცხადებით, თუ ყველაზე მნიშვნელოვანია თბილისში ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მაჟორიტარის განაწილება მოხდეს, მას სურვილი აქვს, რომ კენჭი ვაკის რაიონში იყაროს.

„თუ მე მექნება თანხმობა იმაზე, რომ ქონების რესტიტუცია მოხდება სახელმწიფოს ხელში არსებული ქონება ამ ქვეყნის მოქალაქეებს დაუბრუნდება, თუ ჩვენ წავალთ ერთი გადასახადის ქვეყნისკენ, შერიფები იქნებიან არჩევითები რაიონების დონეზე, თუ განათლების სისტემაში ადამიანს შესაძლებელობა ექნება, გააკეთოს ისეთი სკოლა, როგორიც უნდა, სახელმწიფოს რეგულაციების გარეშე, თუ ამ ოთხ რაღაცაზე პარტიები ხელს მომიწერენ, მე უარს ვიტყვი მაჟოროტარობაზე“,– მიმართა  ჯაფარიძემ კოლეგებს.

მისი  თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, კანდიდატი, რომელსაც ის მხარს დაუჭრს, თავად აირჩიოს, რადგან „გირჩის“ ამომრჩეველი ნებისმიერ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს. იმ შემთხვევაში, თუ პარტიები ამ ოთხი პუნქტის შესრულების თაობაზე ხელს მოაწერენ ამომრჩეველი მხარდაჭერაზე იფიქრებს, რადგან მათთვის ეს საკითხები ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.

„გირჩის“ აზრით, თბილისში ერთით ნაკლები მაჟორიტარობის კანდიდატის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის ალბათობას იმისა, რომ ოპოზიცია პირველივე ტურში მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდეს.

image_pdfimage_print

Comments

comments