13 ივნისის სტიქიიდან ხუთი წელი გავიდა

13 ივნისის სტიქიიდან დღეს ხუთი წელი გავიდა.

2015 წელს სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 , დაიკარგა ორი  და დაზარალდა ათასობით  მოქალაქე. ასევე   გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიმ, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად  თბილისში, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი   ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

image_pdfimage_print

Comments

comments