ირაკლი ჩიქოვანი:” მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი შედეგები „კოვიდ-19“-ის პანდემიის შეკავებასთან დაკავშირებით”

იტალიაში კორონავირუსით 66 ექიმი ...საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ირაკლი ჩიქოვანის  განცხადებით,  მსოფლიო, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვნად დადებითი შედეგები, არა მხოლოდ „კოვიდ-19“-ის პანდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, არამედ კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმასთან მიმართებაში.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ამგვარი განცხადებები მისასალმებელია, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს მთავრობამ შეძლო, საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დაენახებინა ის კონკრეტული ქმედებები და გეგმები, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ეკონომიკას, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიამდე ჰქონდა.

„აქვე ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ საქართველოში წლების განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა და ქვეყანაში არსებულმა ფისკალურმა წესრიგმა საშუალება მისცა ყველა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციას, ძალიან დროული და სწრაფი გადაწყვეტილებები მიეღო, რათა დახმარებოდა ქართულ ეკონომიკას. საერთო ჯამში, ეს არის ერთიანი ძალისხმევა, რომელმაც მოგვცა ძალიან პოზიტიური და იმედისმომცემი შედეგები.

ჩვენ შევძლებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ ჩვენი ეკონომიკა განვითარების იმ ეტაპზე, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმისათვის, რომ არა მხოლოდ შეგვეჩერებინა „კოვიდ-19“, არამედ ჩვენს გადაწყვეტილებებს ჰქონოდა რაც შეიძლება ნაკლები ეფექტი ეკონომიკაზე და რაც შეიძლება სწრაფად შეგვძლებოდა დავბრუნებულიყავით ეკონომიკის განვითარების ჩვეულ რეჟიმში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

image_pdfimage_print

Comments

comments