დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და სათავგადასავლო აქტივობის ჩატარება

All about Rafting in Serre Chevalierსაქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე სათავგადასავლო აქტივობები, რომელთა ღია ცის ქვეშ ჩატარებაც შესაძლებელია, მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი – საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები.

ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც ნებადართული სათავგადასავლო სახეობები უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად.

აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საბჭოს წევრებმა განიხილეს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ პრიორიტეტულ ჯგუფებში „პისიარ“ ტესტირებების გაფართოების პროცესის მიმდინარეობა და სიმძლავრეების თანდათან გაზრდის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე ქვეყანას დღის განმავლობაში 10 ათასი „პისიარ“ ტესტის ჩატარება უნდა შეეძლოს.

ამასთან, შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად, რისკების ეფექტური მართვის მიზნით, აქტიურად გრძელდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი, როგორც სასტუმროებში, ასევე რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებში. მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესს, მკაცრად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რათა კანონით განსაზღვრული ჯარიმების გამოყენების აუცილებლობა მინიმუმამდე შემცირდეს.

image_pdfimage_print

Comments

comments