“თუ ოპოზიცია არ შეასრულებს ელჩების მოთხოვნას, ამით გაიზომება მათი დამოკიდებულება დასავლური ინსტიტუტების მიმართ”

ირაკლი კობახიძე გადადგასაპარლამენტო უმრავლესობის წევრiის  ირაკლი კობახიძის განცხადებით, კვირას, პლენარულ ფორმატში გაგრძელდება კანონპროექტის განხილვა.  

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც გააფორმა 8 მარტის შეთანხმება მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავუსვათ შეკითხვა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად აპირებენ ისინი შეასრულონ ელჩების მოთხოვნა.

ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი და ამით კიდევ ერთხელ გაიზომება მათი დამოკიდებულება დასავლური ინსტიტუტების მიმართ და მათი დამოკიდებულება შესაბამისი ღირებულებების მიმართ. თუ წარმოვიდგენთ იმ ვერსიას, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაინც გროვდება 113 ხმა.

იმის ალბათობა, რომ რაიმე სიურპრიზი მივიღოთ, არის ძალიან დაბალი. იქედან გამომდინარე, რომ 113-ზე მეტ დეპუტატს აქვს საჯაროდ გამოხატული მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ, წესით, ჩვენ არანაირ სიურპრიზს უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, არ იქნება სიურპრიზები საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ “იმედის” ეთერში.

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგის შუამავალი ელჩები მხარეებს მოუწოდებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.

“ამ ცვლილებებისა და განხილვის პროცესში მყოფი საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ხელს შეუწყობს საქართველოს პროგრესს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტის ფორმირებისა და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისკენ; ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ეს მიღწევები საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ინტერესებშია“, – აღნიშნულია ელჩების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის პირობად გიორგი რურუას გათავისუფლებას ასახელებს. მმართველი გუნდი ამ საკითხს შეთანხმების ნაწილად არ თვლის და ოპოზიციას საარჩევნო სისტემის მიღებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

image_pdfimage_print

Comments

comments