სასტუმროებსა და განთავსების ობიექტებს ბანკების 1.7 მლრდ ლარის ვალი აქვთ – Galt&Taggart

Гостиница «Москва» , Санкт-Петербург, Россия | Ост-Вест
სასტუმროებსა და განთავსების ობიექტებს 2020 წელს ბანკების მიმართ 1.7 მლრდ ლარის ვალდებულება გააჩნიათ, ხოლო წლიურად გადასახდელი საპროცენტო ხარჯი 115 მლნ ლარს აღწევს, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Galt&Taggart-ის ახალ კვლევაში –  „ტურიზმის გამოწვევები 2020 წლის II ნახევარში“ არის ნათქვამი.

როგორც საკონსულტაციო კომპანიის ანალიტიკოსმა თათია მამრიკიშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმროებისას განაცხადა, ტურიზმის დარგის დასახმარებლად სახელმწიფომ კონრეტულად სესხების საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირებისთვის 60 მლნ ლარი გამოყო, რაც სექტორისთვის მდგომაროების შესამსუბუქებლად არ არის საკმარისი.

„ერთი მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ დავინახეთ ისაა, რომ საბანკო და საგადასახადო ნაწილში სექტორს შეექმნება პრობლემა. ვიცით, რომ სახელმწიფომ გამოყო დახამრების პაკეტი ტურიზმის სექტორისთვის და მესამე ეტაზე, რომელზეც ბიუჯეტიდან ტურიზმის დარგის მხარდასაჭერად 200 მლნ ლარი გამოიყო. აქედან 60 მლნ ლარი არის სასტუმროებისა და განთავსების ობიექტების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირებაზეა მიმართული. ვფიქრობთ, რომ ეს თანხა, რაც გამოიყო, შესაძლოა არ იყოს საკმარისი, რადგან სასტუმროებს და რესტორნებს ბანკების, დაახლოებით, 1.7 მლმრდ ლარის ვალი აქვთ და მათი საპროცენტო ხარჯი 1 წლის მანძილზე 115 მლნ ლარია. შესაბამისად, ვფიქრობთ, სექტორს ორჯერ მეტი დახმარება სჭირდება, რაც გამოიყო, რათა კრიზისის ხანგრძლივობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე 1 წლის განმავლობაში დარგს უფრო მსუბუქი პირობები შევუქმნათ“, – განაცხადა Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა.

თათია მამრიკიშვილმა აღნიშნა, რომ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, როგორც რეგიონებში, ასევე, დედაქალაქში საბანკო და საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში ექმნებათ პრობლემები, თუმცა კვლევის მიხედვით, დარგის მოლოდინები შიდა ტურიზმის მიმართულებით განსხვავებულია.

„თბილისში განთავსებული სასტუმროები შიდა ტურიზმზე დიდ მოლოდინებს არ ამყარებენ, რადგან ადგილობრივი ტურისტების წილი მათ დატვირთვაში 0-დან 10%-მდეა; რაც შეეხება რეგიონების სასტუმროებს, იქ უფრო შედარებით ოპტიმისტური მდგომარეობაა და ფიქრობენ, რომ შიდა ტურისტების წილი მათ ჯავშნებში გაზირდება და ეს დაეხმარებათ იმაში, რომ ცოტა მაინც შეამსუბუქონ კრიზისი“, – განმარტა თათია მამრიკიშვილმა.

ცნობისთვის, Galt&Taggart-ის კვლევაში, რომელიც ივნისის პირველ კვირაში ჩატარდა, 150-მდე სასტუმრო იყო ჩართული.

bm.ge

image_pdfimage_print

Comments

comments