ეროვნული ლიგა განახლებისთვის ემზადება

ფეხბურთი Archives -COVID19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა 25 ივნისს, 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, თბილისური დერბით განახლდება – „საბურთალო“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

ეროვნული ჩემპიონატის განახლებულ სეზონს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ექვსი ქალაქის რვა სტადიონი უმასპინძლებს.  სტადიონებზე სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები,  სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩტარებულია.

 „მიუხედავად პანდემიისა და კარანტინისა, ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ფეხით დადიოდნენ „დინამოს“ სტადიონსა და ბაზაზე, რათა სავარჯიშო და სათამაშო მოედნები უმაღლესი ხარისხის ყოფილიყო. იმედია, ეს ხელს შეგვიწყობს, რომ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ.

ფეხბურთის ფედერაციიდან მატჩის ორგანიზების რეგლამენტი მივიღეთ. სამწუხაროდ, პირველ ეტაპზე მაყურებელი არ დაიშვება და იმედია, ეს მალე გამოსწორდება. ასევე შეზღუდულია მატჩის მომსახურე და დამსწრე პირთა რაოდენობა. შესაბამისად, ჩემპიონატი ცოტა უჩვეულო ფორმით განახლდება. მაგრამ ჩვენ ამ რეკომენდაციებს ზედმიწევნით დავიცავთ“.– განაცხადა  თბილისის „დინამოს“ დირექტორმა ზაზა დოლიძემ.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის დირექტორის ირაკლი რუხაძის თქმით, პანდემიის მიუხედავად, ჩემპიონატის განახლებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ემზადებოდნენ – მინდვრები მოწესრიგებული და მზადყოფნაშია,  უსაფრთხოების ყველა ნორმები მიღებულია და დაცული იქნება.

 

image_pdfimage_print

Comments

comments