“თუ გიორგი რურუა გათავისუფლდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს ნორმალური ფორმით მივიღებთ”

giga bokeria „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის  გიგა ბოკერიას  თქმით,  თუ გათავისუფლდება გიორგი რურუა, ამ შემთხვევაში მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებების ნორმალური ფორმით მიღება.

„ჩვენ („ევროპულმა საქართველო“) პირველ მოსმენაზე ხმა მივეცით (საკონსტიტუციო ცვლილებებს) იმისთვის, რომ პროცესი გადაგვეზღვია. ნორმალურობისთვის საჭიროა შეთანხმების სრულად შესრულება და პოლიტიკური მოტივით დაკავებული რურუას გათავისუფლება. ესეც არის ივანიშვილის ხელში. გაათავისუფლოს რურუა და მოხდება ნორმალური ფორმით მიღება საკონსტიტუციო ცვლილებების, თუ არადა მოუწევს თავისი ხმებით იმის მიღება, რაც არ უნდა“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

შეგახსენებთ, 23 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და ამის მიზეზად გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა დაასახელეს.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

image_pdfimage_print

Comments

comments