მაღაზიები და კვების ობიექტები 100 ლარამდე ღირებულების გაფუჭებულ/დაზიანებულ საქონელს საფასურის გარეშე ჩამოწერენ

Specialty Shop Concepts vs. Supermarkets - DESITA Blogბიზნესთან შეთანხმების შედეგად მიღებულია სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის გადაწყვეტილება.

ფინანსთა მინისტრის  ივანე მაჭავარიანის  თქმით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას ბიზნესი წლების განმავლობაში ითხოვდა, მათ შორის, იყვნენ სუპერმარკეტების, საცალო ქსელისა და კვების ობიექტები.

„ეს მოთხოვნები ბიზნესიდან მოდიოდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ შევჯერდით და დღეიდან ამ ინიციატივით წარვდექით საზოგადოების წინაშე. საგადასახადო ადმინისტრირებაში შესული ცვლილებებით, 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული ან გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა ბიზნესს ყოველგვარი საფასურის გარეშე შეეძლება. აქამდე, დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის თაობაზე განცხადების განხილვა ფასიანი იყო და შეადგენდა 20 ლარს თითოეულ მიმართვაზე, რის გამოც რიგ შემთხვევაში, ბიზნესს არ უღირდა მომართვა. ერთ პატარა მაღაზიას ყოველდღე რომ ჩამოეწერა ასეთი საქონელი, თეორიულად შეიძლება 600 ლარი გადაეხადა და ჯამში, შესაძლოა, ამ მოცულობის ჩამოსაწერი თანხა არ ჰქონოდა.

ასევე, კვების ობიექტებს, ვისაც მოწესრიგებული აქვს აღრიცხვა, ჩვენ ვენდობით და თუკი მანამდე მათ უნდა შეენახათ გაფუჭებული სურსათი, ახლა ადმინისტრირების გამარტივების შედეგად მათ შეუძლიათ გადასახადის გადახდის გარეშე ჩამოწერონ აღნიშნული საქონელი. ასევე, ბიზნეს სუბიექტებს, ვისაც აქვთ ბუნებრივი დანაკარგები – ეს ეხება სუპერმარკეტებს, მათაც, ვისაც მოწესრიგებული აქვთ აღრიცხვა, ვენდობით და ვაძლევთ შესაძლებლობას, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

image_pdfimage_print

Comments

comments