რა შემთხვევაში აქვთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის უფლება?

სპეცოპერაციის დროს პანკისში ჩემი ...რა შემთხვევაში აქვთ რუსეთის მოქალაქეებს, ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად, საქართველოში შემოსვლის უფლება? შინაგან საქმეთა მინისტრის  განმარტებით,  საზღვარი გახსნილია მხოლოდ და მხოლოდ  იმ პირებისთვის, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და აქედან  ერთერთი საქართველოსია.   

„მინდა, ყურადღება გავამახვილო, ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე. სოციალურ ქსელებსა და პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა საზღვრები გახსნილია საქართველოში. აქცენტი იყო გაკეთებული რუსეთზე, რომ შემოდიან რუსეთის მოქალაქეები, შემოდიან ავტომანქანებით. მინდა, სწორი ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას.

საზღვრები დაკეტილია ყველა მიმართულებით, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რუსეთთან. საზღვარი გახსნილია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ჩვენი მოქალაქე. ამასთან, შემოსვლისას ყველა მათგანი მიდის ორკვირიან კარანტინში. ესენი არიან, უმეტეს შემთხვევაში, ორმაგი მოქალაქეები. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ რუსეთის მოქალაქეობაც, ორმაგი მოქალაქეობა აქვთ ჩვენს სტუმრებს, ვიზიტორებს, ვინც შემოდის და არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არიან მათი ან შვილები ან მეუღლეები. უფლება არ გვაქვს, ისინი შევაჩეროთ და გავაბრუნოთ უკან. მშობლები თუ არიან, ორმაგი მოქალაქეები, ჩვენ ვერ დავტოვებთ შვილს სხვა ქვეყანაში, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათ არ აქვთ ჩვენი მოქალაქეობა“, – განაცხადა გომელაურმა.

მინისტრის  თქმით, საქართველოში ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც პანდემიის დაწყებამდე იმყოფებოდნენ საქართველოში და დარჩნენ.

„მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქეა დარჩენილი, ვინც არ წავიდა ამ კორონავირუსის დაწყების შემდეგ. უკვე რამდენიმე თვე გამოდის, აქ არიან, არ ტოვებენ ქვეყანას, ისინი ლეგალურად არიან. მათ უფლება აქვთ ჯერჯერობით იყვნენ, ვადა არ გასვლიათ საქართველოში ყოფნის. აქედან გამომდინარე, მათ იძულებით ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან“, – განაცხადა გომელაურმა.

image_pdfimage_print

Comments

comments