თურქეთში უპრეცედენტოდ მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაცია ჩატარდა

თურქული პოლიციათურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა 67 პირი დააკავეს და 10 მილიონი დოლარი ამოიღეს.

როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, სპეცოპერაცია  11 პროვინციაში ცხრა ქვეყანასთან თანამშრომლობით ჩატარდა.  ამოღებულია 70 მილიონი ლირა, ასევე მსოფლიო მასშტაბით  შეჩერებულია 500 მილიონი ლირის  ოდენობის ბრუნვა.

„ერთ-ერთი დაკავებული, ჯფუფის ლიდერი, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა“, – აღნიშნა თურქეთის შს მინისტრმა.

დაკავებული პირები ნარკოტიკებით ვაჭრობითა და სხვა არალეგალური საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი თურქეთში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, იტალიაში, ინგლისში, ესპანეტში, ბრაზილიაში, ეკვადორსა და პერუში.

სპეცოპერაციის შედეგად დაყადაღებულია რამოდენიმე კერძო საკუთრების ობიექტი, პირადი და კომერციული  საბანკო ანგარეიშები, ამოღებულია 7 სეიფი. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დანარჩენი ეჭვმიტანილი პირების ძებნის და აყვანის პროცესი გრძელდება.

image_pdfimage_print

Comments

comments