მუტაციის გამო კორონავირუსი შეიძლება უფრო ადვილად გადამდები იყოს – იმნაძე

Медики нашли связь между коронавирусом и воспалением щитовидной ...დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსთან თანაცხოვრებას თუ გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს ვაგრძელებთ აბსოლუტური უმრავლესობა, მეორე ტალღა იქნება ძალიან შორის.

„სამწუხაროდ, გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, არის გარკვეული მუტაცია, რომელიც სადღაც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. ეს არის სპაიკ-ცილა, რითიც კორონავირუსი უჯრედებს ემაგრება და მერე შედის, ამის მუტაცია მოხდა, რომელმაც გაუადვილა უჯრედში შეღწევა ვირუსს. მარტივად რომ გითხრათ, ეს ნიშნავს, რომ ის უფრო ადვილად გადამდები შეიძლება იყოს, ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან წამოვიდა.

ახლა ჩინელმა მეცნიერებმა ატეხეს ამაზე ამბავი, რადგან ეს შტამი ჩინეთს შეუბრუნდა უკვე ევროპიდან და ეს არ არის მთლად კარგი მოვლენა. ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი უმუტაციოდ, შეიძლება ამ მუტაციაზე მას არ ჰქონდეს იმუნიტეტი, რადგან სწორედ მუტაციის ერთ-ერთი მექანიზმი ის არის, რომ უჯრედში შეჭრისგან უნდა დაიცვას. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ეს პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც ამ ვირუსმა განიცადა“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განმარტებით, ახლა, როცა ცნობილია, როგორ შეიძლება ვირუსთან ბრძოლა,  ნაკლები  სახელმწიფო შეზღუდვა რჩება და თუ არ გვინდა რომ ვირუსი იყოს ფართოდ გავცელებული, უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები.

„როდესაც საერთოდ არაფერი ვიცოდით ამ ვირუსზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი უპირველესი რჩევა, რეკომენდაცია იყო ის, რომ მაქსიმალურად შეგვეზღუდა ადამიანების მობილობა, რათა დაავადებისთვის გავრცელების შანსი არ მიგვეცა. თქვენ როგორ შეხედავთ, არ ვიცი, მაგრამ მე მგონი, მოვახერხეთ, რომ არ გავრცელდა ქვეყანაში დაავადება.”– აღნიშნა პაატა იმნაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments