მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ შესაძლოა დაიშალოს

გიორგი ვაშაძე: "ეს არის კრიმინალური ...დაიშლება თუ არა “ძალა ერთობაშია”, ჯერჯერებით უცნობია. როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „იმედს“ განუცხადა, დღეის მდგომარეობით „ძალა ერთობაშია“ ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, თუმცა რა იქნება მომავალში, ჯერ უცნობია.

არსებული ინფორმაციით, „ძალა ერთობაშიას“ აქვს მემორანდუმი, რომელსაც ხელს 10 პოლიტიკური პარტიის პირველი პირი აწერს, სადაც მხარეები თანხმდებიან, რომ საპარლამენტო არჩევნებში, „ძალა ერთობაშია“ კოალიციური ფორმით უნდა წარდგეს, თუმცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანამოაზრეებს მოსაფიქრებლად დრო სთხოვა და არ მივიდა იმ შეხვედრაზე, რომელიც კოალიციის წევრებს შორის შედგა.

„დღეის მდგომარეობით „ძალა ერთობაშია“ ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, თუმცა ხვალ, ზეგ, ახალი საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, უცნობია. ყოველთვის ერთი რამ უნდა ვიფიქროთ: მთავარია რა უნდა ხალხს და არა ის, რა უნდა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას თუ ლიდერს“, – აცხადებს ვაშაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპოზიციურ ერთობას აქვს გაფორმებული შეთანხმება საპარლამენტო არჩევნებში კოალიციური ფორმით გასვლის თაობაზე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ეს ყველა პარტიის საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია.

„რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სიას, ეს სტრატეგიის ნაწილია, ყველა როგორ ხედავს და ამაზე ჩამოვყალიბდებით, როგორ ჯობია: ცალ-ცალკე გვქონდეს პროპორციული საარჩევნო სიები, თუ ერთიანად გვქონდეს გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს“, – აცხადებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი.

Dzala ertobashia coalition logo : Sakartveloმოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრებმა დღეს შეხვედრა გამართეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი საქართველო“ არ დასწრებია. „ძალა ერთობაშიას“ წევრები აცხადებენ, რომ მიუხედავად წერილობითი შეთანხმებისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დრო ითხოვა, იმის გადასაწყვეტად, მათთან ერთად წარდგება საპარლამენტო არჩევნებზე, თუ დამოუკიდებლად.

„ნებისმიერ თემაზე, როცა რაღაც საკითხი იჭრება, ამას სჭირდება დრო. ასეთი რაღაცები ხშირად ხდება, როცა შეხვედრაზე ვერ ახერხებ მისვლას, მათი მხრიდანაც ყოფილა, მათაც მოუწერიათ, რომ ვერ ახერხებენ. ჩვენ გადაუდებელი შეხვედრები გვქონდა და ვერ შევძელით მისვლა. გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ერთობის მომხრე, არა მხოლოდ „ძალა ერთობაშიას“, არამედ მთლიანად ოპოზიციის ფარგლებში და ჩვენ ამ შეთანხმებას დავიცავთ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments