როგორი იქნება ადამიანი კომპიუტერთან 20 წლის მუშაობის შემდეგ [ვიდეო]

გაიცანით, ეს ემაა. ასე კი იმიტომ გამოიყურება, რომ ოფისში პასიურად 20 წელი გაატარა.

ბრიტანელმა მეცნიერებმა უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარეს, რათა ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის , თუ რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის პასიური ცხოვრება  და კომპიუტერთან დიდ ხნის გატარება. 

თავიდან მეცნიერებმა გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში სამ ათასზე მეტი ოფისის მუშაკი გამოკითხეს და დაადგინეს, თუ რა დაავადებები აწუხებდათ ყველაზე მეტად. ჩივილებიდან ყველაზე გავრცელებული იყო შაკიკი, ტკივილი თვალებსა და ზურგის არეში, ასევე მხედველობის დაქვეითება, ჭარბი წონა და სხვა დარღვევები.

მიღებული მონაცემების საფუძველზე ბრიტანელმა მეცნიერებმა ცვილისგან შექმნეს ემა. ემას მაგალითზე ნათლად ჩანს  თუ რა შეიძლება დაემართოს ადამიანს თუ 20 წელს  სამსახურსა ან სახლში  პასიურად გაატარებს.  ემას ხერხემლს პრობლემები აწუხებს, რადგან დიდი დროს ატარებდა მონიტორთან მოხრილ, მოუხერხებელ პოზაში. მას ვარიკოზული გაგანივრება დაემართა, რადგან პასიური ცხოვრების გამო სისხლის მოძრაობა დაერღვა. ემას თვალის გარსი აქვს გაღიზიანებული.  რადგან ფიზიკურად არ იყო აქტიური,  დასუსტებული აქვს კუნთები. ერთი და იგივე მოძრაობის მრავალჯერ გამეორების გამო ხელზე გამონაყარი აქვს, მაჯები კი შეშუპებული.  ბუნებრივი განათების ნაკლებობის გამო სახის კანმა არაჯანსაღი, მოყვითალო ფერი მიიღო. ამის გარდა ემას ჭარბი წონა აწუხებს, ხოლო ოფისში ჰაერის ცუდი ხარისხის გამო ცხვირსა და ყირებში ჭარბთმიანობა განუვითრადა.

“ახლავე რამე თუ არ მოვიმოქმედეთ,  ცხოვრების პასიური სტილი სავსებით შეცვლის ჩვენ გარეგნობას. ემას უკვე ვერაფრით ვუშველით. მაგრამ, მათ, ვინც ახლა ოფისში მუშაობს, ბევრი რამ შეუძლიათ გააკეთონ საიმისოდ, რომ შეცვალონ საკუთარი ცხოვრება.” – განაცხადა პროექტის ერთერთმა ავტორმა უილამ ჰაემმა.

მისი თქმით, ადამიანებმა ნაკლები დრო უნდა გატარონ კომპიუტერთან, ხშირად შეისვენონ, ნაკლებად ისხდნენ და მეტად ისეირნონ.  შრომის პირობების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც დამსაქმებლებს, ასევე თვითონ მუშაკებსაც.

Huffpost

image_pdfimage_print

Comments

comments