ფინანსთა მინისტრმა განმარტა რა რისკებთან არის დაკავშირებული საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა

WAP.NewPosts.geსაერთაშორისო ტურიზმის დაუფიქრებელი გახსნა და მასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური რისკები საქართველოში შიდაეკონომიკური აქტივობას დააგდებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. ივანე მაჭავარიანის თქმით, უცხოელი ტურისტების ქვეყანაში დაბრუნების საკითხში ქვეყანამ ბალანსი უნდა დაიცვას, რადგან ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში შეზღუდვები კვლავ დაწესდება.

„როგორც კი გახსნას დაიწყებ და მინიმალური გავრცელებაც იქნება, ეს მსხვილი რისკის მატარებელი ადგილები ისევ უნდა შეზღუდო. და ეს შეზღუდვა უნდა გიღირდეს. შეიძლება სამ თვეში წავიდეთ ამაზე – ისევ შევზღუდოთ მსხვილი რისკის მატარებელი (ღონისძიებები).მაგალითად, კონცერტები არ იყოს, კინო არ იყოს. სამაგიეროდ, სიიდან პირველ ათეულს რომ გავუხსნით ან პირველ ოცეულს, გვეღირება. გვეცოდინება, რომ ვიზღუდებით, შიდაეკონომიკური აქტივობა ნელდება, მაგრამ კომპენსირდება საკმაოდ დიდი რაოდენობა ტურიზმის“, – განმარტა მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი არ ბალანსდება. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს რისკი 2-3 თვის შემდეგაც იქნება და ამიტომ საზღვრების გარდაუვალია, მაგრამ რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად მაღალია ტურისტების ნაკადი და, შესაბამისად, შემოსავლები. ეს არის დაბალანსებული და სწორი რისკი.

„მთავარი ის არის, თუ ზოგადად რატო ვართ ფრთხილები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. იქ, საიდანაც ტურისტების ლომის წილი შემოდიოდა, ეს ქვეყნები, სამწუხაროდ, დღეს ან ეპიდემიის პიკში არიან, ან ეპიდემია ჯერ არ დაუმარცხებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უფრო დაბალი გავრცელებაა, რისკი მაინც არსებობს. შეიძლება ჩვენ ასეთი რეალური სურათი მივიღოთ, რომ ეკონომიკურად ძალიან მცირე შედეგს მივიღებთ, მაგრამ ტურისტების რაოდენობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში ვირუსი გაავრცელონ.

რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი არ ბალანსდება. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს რისკი 2-3 თვის შემდეგაც იქნება და ამიტომ საზღვრების გარდაუვალია, მაგრამ რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად მაღალია ტურისტების ნაკადი და, შესაბამისად, შემოსავლები. ეს არის დაბალანსებული და სწორი რისკი. არასწორი იქნება რისკი, თუ ჩვენ გავუხსნით საზღვარს ქვეყანას, საიდანაც ბევრი ტურისტი შემოდის და ვირუსის გავრცელების რისკიც დიდია.

ევროკავშირის ქვეყნებს ჩვენ შემდეგნაირად ვუდგებოდით – იქ, საიდანაც ჩამომსვლელების რაოდენობა ასე თუ ისე მატერიალურად საინტერესოა, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ან ბალტიის ქვეყნები, და, ამავდროულად, რისკი დაბალია, ეს უკვე ნიშანია, რომ მოლაპარაკებების დაწყება და საზღვრის გახსნა შეიძლება. მაგალითად, იტალიამ საქართველოს საზღვარი არ გაუხსნა საზღვარი. რატომ, საქართველო ხომ უსაფრთხოა? თუმცა მათ შეხედეს, რომ მატერიალური თვალსაზრისით ეს არაა საინტერესო მიმართულება და ის მინიმალური, ნოლთან მიახლოებული რისკიც კი არ აიღო, თუმცა დიდ ბრიტანეთს გაუხსნეს საზღვარი, საიდანაც გავრცელების რისკი უფრო დიდია, მაგრამ ამ რისკზე წასვლა იტალიას უღირს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ჩავა და შემოსავალს მოუტანს ქვეყანას. ჩვენც ამ ლოგიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორც მინისტრმა  აღნიშნა,  ჩვენ ტრადიციულ ტურისტულ ბაზრებთან  საზღვრები მხოლოდ მაშინ გაიხსნება, როდესაც ისინი დაამარცხებენ ეპიდემიას და მიაღწევენ მეტ-ნაკლებად უსაფრთხო მაჩვენებელს. რისკი უნდა დაბალანსდეს პოტენციურ სარგებელთან, თორემ ხელში მხოლოდ რისკი შეგვრჩება.

„ხშირად ამბობენ, რომ ტურიზმს ჩვენს ეკონომიკაში 20%-იანი წილი ჰქონდა, ეს ასე არაა. ტურიზმის წმინდა კონტრიბუცია არის 10-12 პროცენტის ფარგლებში. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, ამიტომაც დიდია დარტყმა. მოკლე ვადაში ამ სექტორს შეუმსუბუქდა საგადასახადო ტვირთი, თუმცა ეს დახმარებაც ძალიან მცირედია. ტურიზმის ჩანაცვლება იოლად ვერ მოხდება. წელს ჩვენ გვექნება საკმაოდ დიდი ხარჯები, რათა ნაწილობრივ მაინც მოვახდინოთ ამ 12%-ის კომპენსაცია და, რაც მთავარია, სისულელეები არ უნდა ვაკეთოთ. დროზე ადრე არ უნდა შევწიროთ საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და არ უნდა გამოვეკიდოთ დღესვე ტურიზმს, რომელიც ამ ნეგატიურ მოვლენას ვერ დააკომპენსირებს, და 2-3 თვეში მივაღწიოთ ტურიზმის მდგრად ზრდას.

როდესაც ჩვენი ტრადიციული ტურისტული ბაზრები დაამარცხებენ ეპიდემიას და მიაღწევენ მეტ-ნაკლებად უსაფრთხო მაჩვენებელს, საზღვრები მათთან მხოლოდ მაშინ გაიხსნება. რისკი უნდა დაბალანსდეს პოტენციურ სარგებელთან, თორემ ხელში მხოლოდ რისკი შეგვრჩება. ჩვენ ტურისტი გვინდა თუ კორონავირუსი? თუ გვინდა, რომ მხოლოდ კორონავირუსი შეგვრჩეს, ამით ადგილობრივ ტურიზმსაც დავაფრთხობთ. ციფრები თვითონ მეტყველებენ ყველაფერზე და თითოეულმა მეწარმემ თუ ტურიზმში დასაქმებულმა ადამიანმა, რომელიც ამ ციფრებს შეხედავს, თვითონვე გავა ლოგიკურ დასკვნამდე, როდის და ვის უნდა გავუხსნათ საზღვრები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

image_pdfimage_print

Comments

comments