კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირებას ეხმაურება

Armenia and Azerbaijan feel the effects of the Ukraine standoff ...კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამდივნო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებული ვითარება, საზღვარზე სიტუაციის ნორმალიზებას ხელს არ უწყობს და აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელღვანელობებს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას მოწმობს.

„ხაზს ვუსვამთ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის პასუხისმგებლობაში მყოფ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროებას. გამოვთქვამთ მწუხარებას დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლების გამო, ხოლო დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ხაზს ვუსვამთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ და ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ, თავის გამოსვლებში არაერთხელ მოუწოდეს ქვეყნებს, დაძაბულობის ესკალაციის პრევენციის მიზნით კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით დარეგულირებისკენ და პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.

image_pdfimage_print

Comments

comments