რუსთავში ტექსტილის საწარმო გაიხსნება

Новости партнеров - Может ли российский текстиль конкурировать с ...რუსთავში ტექსტილის ახალი  საწარმო იხსნება, რომელიც  სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად 4 თვეში სრული დატვირთვის ამუშავდება და საქართველოს 3 000 მოქალაქეს დაასაქმებს.

ტერიტორია, სადაც საწარმო იფუნქციონირებს, კომპანიას სახელმწიფომ გადასცა. „ქართლი ტექსტილი“ მთლიანი ინვესტიციის, 20 მლნ ლარის ნახევარი (10 მლნ) ეკონომიკის სამინისტროს – „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხია.

საწარმო – „ქართლი ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილს“ ეკუთვნის, რომელსაც ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს. „აჭარა ტექსტილი“ წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს. ის თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ. დასაქმებულია 3500 ადამიანი.

„ეს არის დღეს ჩვენი პრიორიტეტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისების პირობებში, ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ შემოსავალი დააკლდათ ოჯახში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზირება მოვახდინოთ და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ იმასთან ერთად, რომ არსებული სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ეს არის, რასაც ჩვენ თავიდან ვამბობდით, რომ გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა. ამ საწარმოში შეკერილ ნაწარმს, გამოიყენებენ და ისარგებლებენ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები და სპორტსმენები. ეს არის ის, როდესაც ჩვენ, ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ, როდესაც აწერია ნაწარმს, პროდუქტს, რომ ნაწარმოებია საქართველოში. გავუფრთხილდეთ ბიზნესს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა, გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება. გილოცავთ და ვულოცავ რუსთაველებს ამ დიდ მიღწევას“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთავში, „ქართლი ტექსტილის“ ქარხნის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე.

image_pdfimage_print

Comments

comments