აია სოფიაში ფრესკებს დაჩრდილავენ ან ფარდით დაფარავენ

Храм святой Софии в Стамбулеაია სოფიას საკითხთან დაკავშირებით თურქეთს სანქციები ემუქრება. საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლის სტეცოს პესასის განცხადებით, შესაბამისი საკითხი დაყენებული იქნება ევროსაბჭოს უახლოეს სამიტზე. თურქეთის გადაწყვეტილება, ტაძარში მეჩეთის გახსნის თაობაზე კვიპროსის პრეზიდენტმა ” მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის შებილწვად” შეაფასა.

სხვათაშორის, ბრიუსელში ბოლო მომენტამდე არ სჯეროდათ, რომ თურქეთი ამ ნაბიჯს გადაგამდა.

“წმ. სოფიას ტაძარი რელიგიებისა და კულტურების მშვიდობიანი თანაარსებობის გლობალური სიმბოლოა. ეს იონესკოს მულტიკულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, ეს მუზეუმია, სიმბოლო. ასევე სტამბოლის სიმბოლოა, იმ ქალაქის, რომელმაც ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიატანა”–  ასე განაცხადა ერდოგანმა 2010 წელს.  ახლაც ამის გაგონება გვსურს მისგან, ასეთ მიდგომას ველით ერდოგანისგან ათი წლის შემდეგ. “– განაცხადა ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტმა მარგარიტის შოინასმა.

არსებულ   ვალდებულებებზე ანკარას “იუნესკომაც”  შეახსენა:

“წმიდა სოფია როგორც “სტამბოლის ისტორიული უბნების ” ნაწილი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მუზეუმის სახით შედის.  ამ სტატუს  მთელი რიგი სამართლებრივი  ვალდებულებები მოყვება, რაც  ნიშნავს, რომ  მთვარობა ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ ტერიტორიაზე ობიქტის საყოველთაო ფასეულობის სტატუსის ხელშეუხებლობა.”– აღნიშნეს “იუნესკოში”.

Афиша

ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა ძველებურ ფრესკებს, ტაძარში დაცულია უფლის და ღვთისმშობლის, მოციქულების, წმინდანების და მართლმადიდებელი იმპერატორების ხატები. თავიდანვე,  როდესაც  ოსმალეთმა აია სოფიას ტაძარი მეჩეთად აქცია, ხატები გადაათეთრეს.  მსგავსი საშიაროება ახლაც არსებობს.  იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი მაინც გადაწყვეტს ფრესკების ბათქაშით დაფარვას,  კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით ტაძრაში შესვლას აზრი დაეკარგება.

თურქეთის წარმომადგენლები  ამბობენ, რომ ბათქაშის გამოყენებას არ აპირებენ, ლოცვის დროს ფრესკებს სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით დაჩრდილავენ. ტექნოლოგიის ტესტირება უკვე მიმდინარეობას და თუ არ გაამართლებს, ფრესკებს უბრალოდ ფარდებით დაფარავენ.

წმ. სოფიას ტაძარი მუზეუმის სტატუსს 86 წლის განმავლობაში ატარებდა. ორიოდე დღის წინ, თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ტაძარმა  ეს სტატუსი დაკარგა. ახლა იქ მეჩეთი გაიხსნება.

image_pdfimage_print

Comments

comments