ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 394 პირს “კოვიდ–19” არ დაუდასტურდა

Анализы украинца с коронавирусом отправят для подтверждения в ...ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 394 პირის ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.  როგორც “პირველ არხს”   დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა,  კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაცინეტებსა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს ჩაუტარდა.

რაც შეეხება რეგიონის კარანტინის სივრცეებს, ამ დროისთვის იმერეთში კარანტინში 150 პირი იმყოფება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან, შვიდი შემოტანილია, კიდევ ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, ათი შემთხვევა გარდაბნის რაიონში ჩატარებული გაფართოებული კვლევისას გამოვლინდა, ხოლო ორის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

ეზუგბაიას თქმით, შემოტანილი შვიდი შემთხვევიდან ხუთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„24 ახალი შემთხვევიდან შვიდი არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ხუთი შემთხვევა დაავადებულებთან კონტაქტებია, ათი შემთხვევა გარდაბნის რაიონის კვლევისას დადასტურდა. ორის წყარო ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მიმდინარეობს კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 188 პაციენტი მკურნალობს.

image_pdfimage_print

Comments

comments