აზერბაიჯანში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შეტანა 7 წლამდე პატიმრობით დაისჯება


აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები განხორციელდა, რომელთა თანახმად, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების განზრახ შეტანა, გაყიდვა და გამოყენება დაისჯება 3–5 ათასამდე მანათით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საკვებ პროდუქტებში განზრახ გამოყენებისთვის კი ფულადი ჯარიმა 4–6 ათას მანათი ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება. მსხვილი მოცულობებით აღნიშნული ორგანიზმების შეტანა, გაყიდვა და მოხმარება კი 7–9 ათასი მანათით ან 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
3–დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პირებს, რომლებიც აღნიშნულ დანაშაულებს გამეორებით ჩაიდენენ.