უკრაინელი ჟურნალისტები ხელისუფლებას სააკაშვილის თანამდებობიდან გადაყენებისკენ მოუწოდებენ

saakუკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები ოლეგ დაინეკა და ვალერი ტოვმაჩი ქვეყნის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ მათ გადაცემა МОЛНIЯ-ს მორიგი გამოშვების ბოლოს განაცხადეს, რომელიც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულებს მიუძღვნეს.

„მიმდინარე წლის 30 ივლისს, უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს რეგულარულ სხდომაზე, რომელსაც ვალდებულები არიან დაესწრონ უკრაინის პრეზიდენტი, რადის თავმჯდომარე და უკრაინის პრემიერ მინისტრი, მოგიწოდებთ, უკრაინის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ მოხსნათ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, დაუყოვნებლივ დააკავოთ სტრასბურგის სასამართლოს მრავალი გადაწყვეტილების თანახმად, და გააძევოთ უკრაინის ტერიტორიიდან მკვლელი და სახელმწიფო დამნაშავე“, – აცხადებენ ჟურნალისტები.

მათი თქმით, უკრაინაში ქართველი სახელმწიფო დამნაშავეების სრული დაუსჯელობა, საშუალებას აძლევს მათ არა მხოლოდ ხელი მოაწერონ ყოველ ნაბიჯზე პრეზიდენტ ზელენსკის პირადი მხარდაჭერით, არამედ მიითვისონ უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი უფლებამოსილება, მოახდინონ რეფორმების ეროვნული საბჭოს უფლებამოსილების უკანონოდ გადაცემა ერთი თვის წინ მათ მიერვე შექმნილ ფუყე საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე.

“აბსურდული და ქვეყნისთვის საშიში გადაწყვეტილების მიღებაში პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის უკანონო ყოფნამაც კი არ შეაჩერა, რომელსაც უნგრეთის ტერიტორიის დატოვების უფლებაც კი არა აქვს, რომელმაც მიანიჭა მას პოლიტიკური თავშესაფარი და ამ მომენტიდან დაიკისრა პასუხისმგებლობა მის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე”, – ამბობენ უკრაინელი  ჟურნალისტები.

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის გაიწვია.

image_pdfimage_print

Comments

comments