თავდაცვის ძალებში საავიაციო პარკის სრული განახლება დაიწყო

AVIONEWS - World Aeronautical Press Agency - Bulgaria sells ...თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიწყო თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული პროექტი, ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით.

„მალე საქართველოს თავდაცვის ძალებს განახლებული და მოდერნიზებული საავიაციო პარკი ეყოლება. თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებულ საფრენ საშუალებებს – Su-25 ტიპის თვითმფრინავებსა და Mi-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენებს დემონტაჟი მარნეულის საავიაციო ბაზაზე ჩაუტარდა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის უკვე საავიაციო ქარხანაშია გადატანილი.

საავიაციო პარკის განახლების პროცესი შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. საფრენი საშუალებების განახლების პროცესში შესაბამისი დარგის სამხედრო და სამოქალაქო ქართველი სპეციალისტები ერთობლივად არიან ჩართული, რაც თავდაცვის მინისტრის მიერ გაცხადებულ ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებას კიდევ უფრო უწყობს ხელს“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

უწყების ცნობით, კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ „მინისტრის ხედვაში“ გაწერილ თავდაცვის ძალების განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავს.

 

image_pdfimage_print

Comments

comments