“საქართველოს მოქალაქემ კარგად შეიგრძნო თავისუფლების, სამართლიანობის, მედიაპლურალიზმის ფასი”

 На изображении может находиться: 1 человек, костюмსაქართველოს პრემიერმ–ინისტრის განცხადებით, საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებიდან, მედიაპლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი  დაემუქრება.

„კითხვის ნიშნები რაც არსებობს, ამასთან კომფორტულად ვგრძნობთ თავს იმიტომ, რომ საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებიდან, მედია პლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი  დაემუქრება მარტივი მიზეზის გამო – იმიტომ, რომ ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების, სამართლიანობის ფასი ძალიან კარგად შეიგრძნო, მედია თავისუფლებისა და პლურალიზმის ფასსაც ძალიან კარგად გრძნობს და ახლა მიხვდება, პროპორციულთან უფრო ახლოს მყოფი საარჩვენო სისტემა როგორ შეცვლის პოზიტიურისკენ ქართულ პოლიტიკურ კულტურას და ამას უკან ვერავინ ვეღარ დააბრუნებს. რაც უფრო მეტი შეფასება იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან საქართველოს დემოკრატიზაციის კონსოლიდირების პროცესისა, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვართ ამის”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

image_pdfimage_print

Comments

comments