საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.7 % შეადგინა

Сергей Блинов: Знаменательная инфляция — Институт экономики роста ...საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 %  შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 %  შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.8 %  განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.6 %–ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.51 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-11.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-8.2 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.7 %).

ამასთან, ფასები გაიზარდა ყავის, ჩაისა და კაკაოს ქვეჯგუფზე (2.0 % ); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.0 პროცენტიანი კლება, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში -0.15 პროცენტული პუნქტი შეადგინა.ფასები შემცირდა როგორც ტანსაცმლის (-4.8 %), ისე ფეხსაცმლის (-2.7 %) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.0 %–ით, რაც 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.4 %) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.4 %)“, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ გარკვეულ ჯგუფებზე.

„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.5 %–ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (32.0 %), ყავა, ჩაი და კაკაო (17.4 %), რძე, ყველი და კვერცხი (14.6 %), თევზეული (14.3 %), ზეთი და ცხიმი (12.6 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.5 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.2 %), პური და პურპროდუქტები (9.4 ), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.1 %); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.0 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.61 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.7 %), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.9 %); ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 9.3 %–ით, რის შედეგადაც ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -1.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-11.9 %) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-7.1 %)“, – ნათქვამია სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

image_pdfimage_print

Comments

comments