“გამონაბოლქვი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, ამას აუცილებლად მოვაწესრიგებთ”

კახა კალაძე - 7 ნოემბერი გახდა ...დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობასა და ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული პროექტის შედეგებზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრივილეგიებსა და განახლებაზე საუბარი არ ნიშნავს, რომ კერძო ტრანსპორტს ებრძვიან.  კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებული სატრანსპორტო რეფორმით, სატრანსპორტო მიმართულებები ყველას თანაბრად გადაუნაწილდება.

მაგალითად, კალაძის განმარტებით, ავტობუსს ექნება შესაბამისი მოძრაობის ზოლები, რომლებიც მხოლოდ ავტობუსებითვის იქნება განკუთვნილი.

„როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრივილეგიებსა და განახლებაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება არ არის ის, რომ ვებრძვით კერძო ტრანსპორტს და კერძო ტრანსპორტის მძღოლებს. მეც მყავს კერძო ავტომობილი, მეც მყავს ჯიპი, თავადაც გადავაადგილდები ავტომობილით. პირიქით, ჩვენ მიერ შემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკით, მიმართულებები ყველას თანამბრად გადაუნაწილდება. ავტობუსს ექნება შესაბამისი მოძრაობის ზოლები და, რა თქმა უნდა, ის მხოლოდ ავტობუსებითვის იქნება განკუთვნილი“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ კონცეფციის თვასაჩინოებისთვის შესაბამისი ფოტომასალა წარმოადგინა.

„მინდა, შედარება წარმოვადგინო. დაახლოებით, ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომანქანას. წარმოიდგინეთ, გამონაბოლქვის თვალსაზრისითაც, 55 ავტომობილს რამდენი პრობლემა მოაქვს. წლების მიხედვით, თბილისში არსებული ავტომობილების 47% არის 11-დან 20 წლამდე, 44% – 20 წლის ზემოთ. გამონაბოლქვი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რაზეც საზოგადოება ძალიან წუხს და მესმის მათი, შემთხვევითი არ არის ამდენი დაავადება, ჯანმრთელობის პრობლემები. ეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობითაა გამოწვეული. ჩვენ ამას აუცილებლად მოვაწესრიგებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა განხორციელდა, რის შედეგადაც, თბილისს 454 ახალი, „ევრო 6“-ის ტიპის ავტობუსი ჰყავს, დანარჩენი – 188 ავტობუსი კი, წლის ბოლომდე შეიცვლება.

„მუნიციპალურ ტრანსპორტს რვა წუთი სჭირდება ვარაზისხევიდან ვაკის პარკამდე გადაადგილებისთვის, მაშინ, როდესაც საცობში გავლას 24-25 წუთი სჭირდებოდა. ეს კი, მგზავრებისთვის დამატებით პრობლემას ქმნიდა, ისინი 20-30 წუთი ელოდნენ ტრანსპორტს. ამ პრობლემას ავტობუსების დამატებით ვერ მოვაგვარებთ. პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში გადაადგილება საცობების გამო პრობლემურია. ამიტომ, ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თავისი ზოლი მგზავრების უსაფრთხოდ გადასაყვანად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ანალოგიური სამუშაოები ვეკუა-ხიზანიშვილის, ასევე, კანდელაკის ქუჩებზე განხორციელდა. დახაზვის სამუშაოები კი, თამარაშვილის, მელიქიშვილის, კოსტავას ქუჩებზე, ქეთევან წამებულის გამზირსა და რუსთაველის გამზირზეც გაგრძელდება.

image_pdfimage_print

Comments

comments