აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა

სალომე ზურაბიშვილი - აგვისტოს ომის გმირები სამშობლოსა და ერთიანობისთვის დაიხოცნენ, ჩვენ კი დაპირისპირებაზე ვართ გადასულიდღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გლოვის ნიშნად ჩამოშვებულია სახელმწიფო დროშები, სხვადსხვა ქალაქში  პატივს მიაგებენ  ომში დაღუპულ ადამიენბის ხსოვნას, მემორიალთან  მოაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს. 

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე  დღეს აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილით შეამკეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ–მინისტრმა, მთავრობის წევრებმა და დიპლომატიურმა კორპუსის წარმომადგენლებმა.

„ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ამ გმირებს. დღეს არის დუმილის და დაფიქრების დღე. თუ დავფიქრდებით, დღეს რაც საქართველოში ხდება, არის სირცხვილი იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და დღეს საქართველო არ არის ღირსეული. იმ შიდა დაპირისპირებას, ბოღმას და სიძულვილს, რაც არსებობს, ჩვენს ახალგაზრდობაზე ყოველდღიურად მოაქვს შედეგი. ეს არის გმირების უპატივცემულობა და დავიწყება იმიტომ, რომ ისინი სამშობლოსა და ერთიანობისთვის დაიხოცნენ.

ჩვენ კი ერთიანობის ნაცვლად, დაპირისპირებაზე ვართ გადასული. ერთიანობის ნაცვლად, ისეთ სიძულვილში ვართ ჩავარდნილი, რაც ხელს მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს. ჩვენ თუ გვინდა, რომ ტერიტორიები და ხალხი გავაერთიანოთ, ამის საწინდარი არის ჩვენი ერთობა. თუ ამას ვერ მივხვდებით, მაშინ აქ მოსვლა საჭირო არ არის და ეს ყველაფერი მხოლოდ ფორმალობაა. იმედი მაქვს, საქართველო გონს მოვა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრემიერ–მინისტრის  განცხადებით,  საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა, ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20% და ეს არის დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

„უაღრესად მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ ჩვენი ვალია, ყველაფრის მიუხედავად, პატივი მივაგოთ ყოველ დღე, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, ყოველ წუთს გვახსოვდეს ეს ხალხი, გმირები. საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა. ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20 % და ეს არის დღეს საქართველოს, ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევა. თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ, მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს – ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე რიგითი მოქალაქეებიც მოდიან, მოაქვთ ყვავილები,  უთანაგრძნობენ  დაღუპულთა ოჯახებს.

image_pdfimage_print

Comments

comments