ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა

Бейрут сейчас выглядит так, будто там рванула ядерная бомба. Но ...ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.  ინფორმაციას BBC ბეირუთის გუბერნატორის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქის გუბერნატორი მარვან აბოუდი აღნიშნავს, რომ ათობით ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. მათი დიდი ნაწილი უცხოელი მუშები არიან.

ტრაგედია  ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, აფეთქდა  ბეირუთში 4 აგვიტოს მოხდა. გამოძიების ცნობით, აფეთქდა პორტში დასაწყობებული ამონიუმის გვარჯილა,  რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია. აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. მომხდარს ლიბანში ანტისამთავრობო აქციები მოჰყვა. მოქალაქეები ხუთი დღის წინ მომხდარ აფეთქებას აპროტესტებენ, ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

9 აგვისტოს ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა, მანალ აბდელ სამადმა თანამდებობა დატოვა, თუმცა ამან საპროტესტო ტალღა ვერ ჩააცხრო. მსოფლიო ლიდერებმა ბეირუთის დასახმერებლად ონლაინკონფერენცია გამართეს, რის შემდეგაც, ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო დონორები ლიბანს 250 მილიონ ევროს გამოუყოფენ.

 

image_pdfimage_print

Comments

comments