არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად ალექსანდრე ლუკაშენკო ლიდერობს

ლუკაშენკობელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

კომისიის ცნობით, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %–მა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ციხანოვსკაიას ამომრჩეველთა 9,9 %–მა  მისცა ხმა.

არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 84,23 %  შეადგინა. ასეთ  აქტივობას ალექსანდრე ლუკაშენკომ ისტორიული უწოდა.

„არჩევნები დღესასწაულია. ხალხი ბავშვებთან ერთად მოდიოდა. ვიღაცას ამ დღესასწაულის გაფუჭება მოუნდა. ჩვენ ისინი დავინახეთ. საზღვარგარეთიდან დავაფიქსირეთ ზარები: პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან. ჩვენი ცხვრები იქიდან იმართებოდნენ“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსის ქალაქები საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გავიდნენ, რაც ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგები გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა თითქმის 80 %–მა დაუჭირა მხარი.

დემონსტრაციები უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ძალოვანებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს, შედეგად არიან დაშავებულები.  პოლიციამ აქციის მონაწილეებიც დააკავა, თუმცა დაშავებულებისა და დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

image_pdfimage_print

Comments

comments