„დიდია ჩვენი მწუხარება ხევსურეთში ტრაგიკული შემთხვევის გამო”- საქართველოს საპატრიარქო

ყოველ კვირა დღეს, 12:00 სთ-ზე, ყველა ...ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან მომხდარ ტრაგედიასთან საქართველოს საპატრიარქო საგანგებო წერილს აქვეყნებს.

„დიდია ჩვენი მწუხარება  ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან, ა.წ. 23 აგვისტოს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა და რომელმაც მთელი საქართველო შეძრა. გვინდა ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი და, მიუხედავად ასეთი მძიმე განსაცდელისა, ვუთხრათ, რომ უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ. ღმერთმა ყველა განგამტკიცოთ და მოგმადლოთ ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ჩვენი შვილები, ახლადგარდაცვალებულნი გუშინ გახდნენ. აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო დაშავებულთ შეეწიოს და გადაარჩინოს“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

 

image_pdfimage_print

Comments

comments