გლდანში ასფალტის ახალი საფარი უხვი ნალექის გამო ჩაინგრა

ხიზანიშვილის ქუჩაზე ასფალტის ...გლდანში ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე ასფალტის დაზიანება რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა და ამით გამოწვეულმა სანიაღვრე ქსელების გადავსებამ გამოიწვია.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის სა­მუ­შა­ო­ებს ატა­რებს, რის გამო  ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩის ნა­წილ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია.

„ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე სამუშაოები დაექსპერტებული პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა, მათ შორის იყო ხიზანიშვილის ქუჩაც. უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე ქსელები გადაისვო და დაიტბორა. ამ დაზიანებისთანავე მერიის შესაბამისი სამსახურები მობილიზებულები არიან, რათა უახლოეს საათებში მოხდეს დაზიანებუილი მონაკვეთის სრულად აღდგენა და მოძრაობის გახსნა. ასევე მსურს დავამატო, რომ ასეთი პრობლემა შეინიშნება კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე და იქაც ვაწარმოებთ ინტენსიურ დაკვირვებას, საჭიროების შემთხვევაში კი შეიძლება ლოკალური ჩარევა მოგვიწიოს“, – განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.

კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე განხორციელებული პროექტის მოკვლევის დაწყება დაავალა, როგორც შესრულებული სამუშაოების, ასევე საპროექტო დოკუმენტაციის კუთხით.

„მეც მაქვს ასევე ფოტოები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა სანიაღვრე ცხაურებზე იმ დღეს და როგორ იყო გადავსებული. ეს გამოწვეული იყო წყალუხვობით, თუმცა ესეც აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რომ ნაგვით გადავსება არ ხდებოდეს. შეიძლება უფრო დიდი ცხაურების დაყენება იყოს საჭირო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments