“ნაცმოძრაობას” არ სუსრს დიდ შეკრებაზე გამწარებული ადამიანები მივიდნენ და პასუხი მოსთხოვონ ?

ნაცმოძრაობა' მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების  შეგროვებას იწყებს »„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ 7 სექტემბრისთვის დაგეგმილი პომპეზური ღონისძიების გაუქმება, სადაც პარტიას რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატები უნდა წარედგინა განმარტა იმ ფაქტით, რომ პომპეზური წარდგენა და  ამხელა გაჭირვებაში დიდი ფინანსური რესურსის ხარჯვა მიზანშეწონილი  არ არის.

ხვალიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში,სამაჟორიტარო ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერები გამოჩნდება, საიდანაც პარტიის ელექტორატი კანდიდატების ვინაობას გაიგებს. გამონაკლისი იქნება სამეგრელოს სამი სამაჟორიტარო ოლქი.

„კარგი პოზიციები გვაქვს და ასევე ბევრი კარგი კანდიდატი გვყავს, რომელიც კონკურენტუნარიანია სამეგრელოში. სამეგრელოში დარჩა ორი ოლქი შესათანხმებელი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის აზრით,  „ნაციონალური მოძრაობას“  რეალურად არ უნდა  საზოგადოებისთვის ჩვენება, თუ როგორ ვერ კრებენ მოსახლეობას.

„ამ ფონზე, რა თქმა უდნა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გაცილებით მეტი და პოპმპეზურნი ჩანან ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“, რაც არის კიდეც მხარდამჭერების რეალური თანაფარდობა. რა თქმა უნდა, მათ არ აწყობთ, რომ ეს გამოჩნდეს. და მეორე, მათ იმდენად ბევრი დანაშაული აქვთ ჩადენილი საკუთარი ხალხის მიმართ, ალბათ ესეც ერთ-ერთი მომენტი არის, რომ ამ დიდ შეკრებაზე შეიძლება გამწარებული ადამიანები მივიდნენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვონ მათ პასუხი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments