პურის ფასი არ გაიზრდება

Почему нельзя покупать хлеб в магазинах? | LIFE-IS-LIFE | Яндекс Дзенგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი  მოადგილის  გიორგი ხანიშვილის განცხადებით,  პურის ფასის ზრდის საშიშროება არ არსებობს,  სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ქვეყანას პრობლემა არ აქვს.

„ამ ეტაპზე არსებული საფასო პოლიტიკა არ იძლევა პურის ფასის გაზრდის საშუალებას. აქცენტი რუსულ ხორბალზე, რომლის პოლიტიკური ელფერის ქვეშ გატარებას ცდილობენ, არასწორია, რადგან რუსული ხორბალი არაა არჩევანი იმის გამო, რომ მას პოლიტიკური წანამძღვარი აქვს. რუსული ხორბალი, საქართველოს სივრცეში, ყველაზე ხელმისაწვდომია, სიიაფის თვალსაზრისით და ყველაზე ხარისხიანი, ხარისხის თვალსაზრისით. ამას ადასტურებს საერთაშორისო ტენდერები. რუსულ ხორბალს ყიდულობს ევროპის ქვეყნები, ეგვიპტე, თურქეთი… ფასი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გაიზარდა, სწორედ თურქეთისა და ეგვიპტის შესყიდვებმა გაზარდა. რუსული ხორბლის ალტერნატივა სამყაროში ძალიან ბევრია, უბრალოდ, ყველა ეს ალტერნატივა არის გაცილებით ძვირი“ – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა “პალიტრა ნიუსის“ ეთერში .

image_pdfimage_print

Comments

comments