“ვირუსის სწორი მართვით მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას, პოლიტიკურ პროცესებს”

გიორგი გახარია - მარაგი დღეს ქვეყანაში არსებობს, არანაირი დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი ქვეყანაში არ არის - kavkazplus.comსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს თვითმონიტორინგის ხარისხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე „112“-ს უნდა მიმართონ.

პრემიერის თქმით, ვირუსთან ადაპტაცია და ვირუსის სწორი მართვა არის გასაღები, რათა მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების შემოღება საჭირო არ გახდეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გააძლიეროს თვითმონიტორინგის ხარისხი. როგორც კი ჩვენ პირველად სიმპტომებს ვიგრძნობთ, პირველ რიგში უნდა ავკრიფოთ „112“, მივმართოთ ექიმს და გარწმუნებთ, ამის შემდეგ პრობლემა არ იქნება. ჯანდაცვის სისტემა გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, თუმცა ყოველდღიური ელემენტარული წესები, პირბადის ტარება, დისტანცია, ის ნორმებია, რომლებიც სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდი ჩვენთან ერთად იქნება.  როგორც ყოველთვის ვამბობდით, ვირუსთან ადაპტაცია, ვირუსის სწორი მართვა არის გასაღები იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს, არც ერთ შემთხვევაში მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების შემოღება, ჩვენი ეკონომიკის გაჩერება და მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, ისევე როგორც, პოლიტიკურ პროცესს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად არის მზად პაციენტების მისაღებად.

„მიუხედავად იმისა, რომ იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით ბოლო თვეების განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად არის მზად პაციენტების მისაღებად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენს ხანდაზმულებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ავარიდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა  გიორგი გახარიამ.

image_pdfimage_print

Comments

comments