ჰიგიენა-სანიტარიის კუთხით სკოლებისთვის სტანდარტი შემუშავდა

Tips on Good Hygiene for Kids - BKK Kidsჰიგიენა-სანიტარიის კუთხით სკოლებისთვის სხვა სტანდარტი მუშაობს და ყველა სკოლა ეტაპობრივად გაკონტროლდება, რათა ყველა არსებული წესი დაცული იყოს, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „იმედის დღესთან“ საუბრისას განაცხადა.

„დამლაგებლის მუშაბის პროტოკოლიც კი გაიწერა, თუ როგორ უნდა მოხდეს დალაგება და რა უნდა იყოს საპირფარეშოში. გარდა ამისა, ის, რომ უნდა იყოს დაცული დისტანცია, დეზობარიერი, პირბადე, ხელის სადეზინფექციო. საჯარო და კერძო სკოლებისთვის ერთნაირი პროტოკოლი არსებობს. მისი დაცვა ერთ-ერთი გამოწვევაა. წესი ყველა მოსწავლისთვის წესია და ეს იქნება კერძო, თუ საჯარო სკოლის ადმიანისტრაცია – ეს წესი ყველასთვის თანაბარია.

ის, რომ კერძო სკოლებმა განსხვავებული ფორმატით დაიწყეს და საჯარო სკოლები განსხვავებული ფორმატით იწყებენ, აქ მთავარია ერთი საკითხი, რომ სასწავლო წლის დაწყებისა და სკოლის კარების გაღების უფლებას დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი იძლევა. რომელიც სწორედ ამ პროტოკოლის კითხვარით აკეთებს როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების მონიტორინგს. დღეს გვაქვს სტატისტიკური მონაცემები და ვიცით, თუ რამდენმა კერძო სკოლამ დააკმაყოფილა და რამდენმა ვერ. ასევეა საჯარო სკოლებზეც“, – განაცხადა დგებუაძემ.

მისი თქმით, სკოლამ, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა, ეძლევა შესაძლებლობა, რომ ეს ხარვეზი გამოასწოროს. დგებუაძე აცხადებს, რომ აღნიშნული მონიტორინგის სისტემა მუდმივად იქნება, რადგან ეს სამინისტროს ინტერესებში შედის.  აღნიშნული პროტოკოლი სპეციალისტების მიერაა შემუშვებული და პანდემიის პირობებში არსებული რისკები შეფასებულია.

image_pdfimage_print

Comments

comments