ხუთი ოპოზიციური პარტია ერთ ბლოკში გაერთიანდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენპოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.

ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სახით მიიღებენ მონაწილეობას.

„საზოგადოებას ამ თვეების განმავლობაში აინტერესებდა, ხომ არ დაიშალა გაერთიანებული ოპოზიცია. აი, აქ ვდგავართ, არათუ დაიშალა, არამედ ძალა და რესურსი შეემატა, მათ შორის ინტელექტუალური. პირობას გაძლევთ, ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რათა საქართველომ დაიბრუნოს თავისუფლება განვითარების გზაზე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ.

როგორც საარჩევნო ბლოკის პრეზენტაციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკში გაერთიანება იმის გამო გადაწყვიტეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად ამ პარტიის არსებობა აწუხებს.

„პოლიტიკა არ არის არც სიძულვილი, არც კომპლექსები და არც სიყვარული. პოლიტიკა არის პრინციპები, ღირებულებები და საერთი ინტერესები, რათა ქვეყანა წავიდეს წინ და განვითარდეს. „რესპუბლიკელებმა“ გადავწყვიტეთ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“გავერთიანედეთ საარჩევნო ბლოკში „ძალა ერთობაშია“, რადგან ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს. ამ ძალის განადგურებაზე საუბრობენ პრემიერები, თავდაცვის მინისტრები, რადგან ისინი ახმოვანებენ ბიძინა ივანიშვილს. გავერთიანდით, რათა „რესპუბლიკელებმა“ შევიტანოთ ჩვენი წვლილი, რათა ამ არჩევნებზე ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ახალი, ძლიერი კოალიციური მთავრობა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, ნიკა მაჭუტაძის განაცხადებით,  საარჩევნო ბლოკის წამყვანი სუბიექტი „ნაციონალური მოძრაობაა“.

„ბლოკის წამყვანი სუბიექტი, რასაკვრიველია, არის „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა ყველა სუბიექტს აქვს გადამწვყეტი მნიშვნელობა. ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატი, მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები და გვექნება საერთო სია. ეს არის ის კოალიცია, რომელიც დაასრულებს ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს, მოვა ხელისუფლებაში და ამ სახელმწიფოს დაუბრუნებს მის აღმატებულება ქართველ ხალხს“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments