საქსტატი: საქართველოში კაცის საშუალო ხელფასი 1352 ლარია, ქალის – 924.2 ლარი

  ლარი გამყარდა | BM.GEსაქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში  საქართველოში გაცემული საშუალო ხელფასის მოცულობა 1,150 ლარი და 10 თეთრი იყო. ეს ერთი წლის წინ არსებულ მაჩვენებელზე 29.6 ლარით ნაკლებია.

სტატისტიკის მიხედვით, კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი ქალების ხელფასებისგან განსხვავდება.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1,352 ლარი და 40 თეთრია, ხოლო ქალების მიერ მიღებული ხელფასი ამაზე 428 ლარით ნაკლებია და 924 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს.

“ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 10.7 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 67.4 ლარით. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს,” – ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში კაცის ხელფასი ქალის ხელფასზე საშუალოდ  31%-ით მეტია.

ეს არ ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე მომუშავე ქალების და კაცების ხელფასები ასე მკვეთრად განსხვავდება. სინამდვილეში ეს სტატისტიკა ნიშნავს იმას, რომ ქალების მიერ შესრულებული მთლიანი სამუშაოს ღირებულება გაყოფილი კონტრაქტით დასაქმებული ქალების რაოდენობაზე, არის 31%-ით უფრო ნაკლები, ვიდრე კაცების მიერ შესრულებული მთლიანი სამუშაოს ღირებულება, გაყოფილი დასაქმებული კაცების რაოდენობაზე.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 040.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 14.7 პროცენტით);
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 932.8 ლარი (გაიზარდა 7.0 პროცენტით);
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 786.9 ლარი (შემცირდა 6.0 პროცენტით);
⦁ მშენებლობა – 1 621.4 ლარი (შემცირდა 8.5 პროცენტით);

2020 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 65.5 ლარით შემცირდა და 1 175.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 044.3 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 4.4 პროცენტით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (1 972.6 ლარი, გაიზარდა 9.3 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

image_pdfimage_print

Comments

comments