საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო 7-10 წუთამდე შემცირდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს"დედაქალაქის მერის გადაწყვეტლებით, მოქალაქეების კომფორტულად გადაადგილებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო 7-10 წუთამდე შემცირდება.

“ჩვენი მიდგომაა, შემოვიყვანოთ ახალი ავტობუსები, რომლებიც იქნება ყველაზე კომფორტული და სუფთა. რომლებიც პრობლემების გარეშე შეძლებენ ქალაქში გადაადგილებას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვემსახუროთ და მივიდეთ იმ კონკრეტულ ქუჩებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს.

ტრანსპორტის მოცდის დრო უნდა შეუმცირდეთ იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს 40 წუთი ელოდება. მოცდის დრო უნდა დავიყვანოთ 7-10 წუთამდე, იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს კომფორტულად გადაადგილება“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმა მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში განხორციელდა, იმისთვის, რომ საცობების პრობლემა დაეძლიათ.  ამიტომ, პეკინის გამზირის შემდეგ, ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე იგეგმება.

„დღეს თბილისში 650 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდება და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რაც პრობლემას წარმოადგენს ქალაქის რელიეფისა და ქუჩებიდან გამომდინარე.  ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ავტომობილები უნდა დაარეგისტრიროს ჩვენს პორტალზე. ამაში მერიის თანამშრომლები დაეხმარებიან და საცხოვრებლიდან 100 მეტრის რადიუსში მათთვის ავტომობილის პარკირება იქნება უფასო. ასევე, პარკირება უფასო იქნება ელექტრო მობილებისთვის, შშმ პირებისთვის, გამოიყოფა შესაბამისი ადგილები „ა“ კატეგორიის ტაქსებისთვის, დანარჩენი ადამიანებისთვის კი პირველი 15 წთ. უფასო იქნება, შემდეგ კი 1 საათის ღირებულება იქნება ლარი““, – აღნიშნა კალაძემ.

 

image_pdfimage_print

Comments

comments