მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა

ამ დღის სულ მეშინოდა. ჯაბა აღარ მყავს” - ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა | akhalitaoba.ge12-წლიანი კომის შემდეგ მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა.

„ამ დღის სულ მეშინოდა. ჯაბა აღარ მყავს. შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი, დედი. სიცოცხლე შენ გამო მინდოდა. ჯაბა, ჩემო ერთადერთო…“, – წერს ჯაბას დედა, მანანა გვასალია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ჯაბა ბოჯგუას  გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ბავ­შვო­ბი­დან აწუ­ხებ­და. 2009 წლის  5 ოქტომბერს ის  დააკავეს, ციხეში  გულის შეტევა  მოუვიდა, შემდეგ  კომაში ჩავარდა.  რამდენიმე წლის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მასზე მხოლოდ  დედა და პენსიონერი ბებია ზრუნავდენ. გასულ წელს, ჯაბას  ბე­ბია, რო­მე­ლიც ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. შვი­ლიშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად ზოგ­ჯერ ქუ­ჩა­ში მო­წყა­ლე­ბა­საც ითხოვ­და…

“პრემიუმი”  უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

 

მსგავსი თემა

უგონოდ მყოფი ჯაბა ბოჯგუა დღემდე მსჯავრდებულია

image_pdfimage_print

Comments

comments