რა დაავდებებს იწვევს გადაჭარბებული ხმაური?

Читатель: что делать с шумными соседями?ხმაური, გუგუნი, როხროხი, გრიალი, კაკუნი, ხახუნი, წიივილ–კივილი, ქოთქოთი… ხმაური  აზიანებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას,  აფერხებს კომუნიკაციას და დასვენების პროცესს.

საერთაშორისო მასშტაბის გამოკვლევების  თნახმად, ქალაქებში “ხმაურით დაბინძურება” მოქალაქეთა სიცოცხლის ხანგრძლივობას 10-12 წლით ამცირებს. მეგაპოლისის ხმაურის მავნე ზემოქმედება 36%-ით ძლიერია, ვიდრე თამბაქოსი, რომელიც საშუალოდ 6-8 წლით ამოკლებს ადამიანის სიცოცხლეს.

ღამის ხმაური ძილზე ნეგატიურად მოქმედებს, რაც ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ ადამიანის პროდუქტიულობა იკლებს. ამ ფაქტორისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ბავშვები. სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ხმაური ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავებას.

დანიელი მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გადატვირთული ქუჩებისა და მეტროს ხმაური II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის; ხოლო  ყოველი 10 დეციბელით მომატებული ხმაური  8-11%-ით  ზრდის  ამ შედეგს.

ჰარვარდისა და ბოსტონის ჯანმრთელობის სკოლების კვლევით დადგინდა, რომ ხმაურთან დაკავშირებულია მთელი რიგი ინსულტთა შემთხვევები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

ამასვე ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმატივები – თუ ადამიანი ღამღამობით სისტემატურად განიცდის 50 დეციბელი ხმაურის ზემოქმედებას, შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადება დაემართოს. ასეთ ხმაურს გამოსცემს ქუჩა, რომელზეც არაინტენსიური მოძრაობაა. იმისთვის, რომ ადამიანს უძილობა დაეწყოს, საკმარისია 42 დეციბელი ინტენსივობის ხმაური, ხოლო იმისთვის, რომ უბრალოდ ადვილად გაღიზიანებად პირად ჩამოყალიბდეს – 35 დეციბელი(ჩურჩულის ხმაური).

ძლიერი ხმაურის ზემოქმედების შედეგად ადამიანის სმენა ადაპტირდება, რაც იმას გულისხმობს, რომ სმენადობის ზღვარი იზრდება. რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ ძლიერ ხმაურში, იმდენად მეტია შანსი, რომ დაბალი ბგერების აღქმის უნარი დაკარგოთ. ამას, შესაძლოა, შედეგად სმენის დაქვეითება ან სრული დაკარგვა მოჰყვეს.

Что делать, если соседи всю ночь шумят и не дают спать. Гениальное решение!

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ( WHO) ხმაურით გამოწვეული დაზიანებები 7 კატეგორიად დაჰყო:

  1. სმენითი გაუარესება
  2. სამეტყველო კომუნიკაციის აშლილობა
  3. ძილის დარღვევები
  4. კარდიო-ვასკულარული დარღვევები (გულ-სისხლძარღვთა დაავადება)
  5. ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები
  6. პრობლემის გადაწყვეტის უნარის შესუსტება
  7. ნეგატიურად გამოხატული სოციალური ქცევა და გაღიზიანებული რეაქციები

ცალკეულ მოქალაქეს  არ შეუძლია  მასობრივი ხმაურის შემცირება, ამ პრობლემის მოგვარებაში  მთავრობა და კანონი უნდა  გვიწყობდეს ხელს.

2017 წელს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გააფრთხილებენ.

თუ გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა ისევ დაფიქსირდა, ფიზიკური პირს 150, იურიდიულს კი – 500 ლარით დააჯარიმებენ. ამავე პერიოდში ხმაურის დასაშვები ნორმის მესამედ გადამეტების შემთხვევაში ფინანსური სანქცია იზრდება და ფიზიკურ პირს – 300, იურიდიულს კი 1000 ლარის გადახდა მოუწევს.

გამონაკლისად მიჩნეულია საავიაციო, სარკინიგზო (მათ შორის მეტროპოლიტენის), საზღვაო და საავტომობილო ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებული დასვენების, კულტურული და სპორტის საჯარო ღონისძიებები, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები.

კანონში დღის საათებად მითითებულია 8 საათიდან – ღამის 11 საათი, ღამის საათებად კი 23.00 საათიდან – დილის 08.00 საათი. ხმაურის დასაშვები ნორმა ამ პერიოდებში განსხვავებულია, სხვადასხვა ზღვარია დაწესებული ასევე სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციისთვის. მაგალითად, სასწავლო დაწესებულებებისა და სამკითხველოების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 35 დეციბელია, მაშინ როდესაც რესტორნებსა და ბარებში 50 დეციბელამდე იზრდება.

image_pdfimage_print

Comments

comments