1 ოქტომბრიდან 1–6 კლასელებისთვის სწავლა განახლდება

Coronavirus outbreaks are inevitable as Ontario plans to reopen schools1-ლი ოქტომბრიდან საქართველოს რამდენიმე ქალაქის 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან.  თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.

„ყველა სკოლაში ჯერ კიდევ 15 სექტემბრისთვის მაქსიმალურად იყო დაცული ყველა რეკომენდაცია. ჩვენ და სხვა სამინისტროებმა უზარმაზარი სამუშაო ჩავატარეთ იმისთვის, რომ ყველა სკოლაში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იყოს დაცული. ყველა სკოლაში, სადაც მოსწავლეები შევლენ, ამისთვის სრულიად ყველაფერი მზადაა“, – განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განმარტა, რომ დისტანციური სწავლების სურვილის შემთხვევაში პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ.

„საზოგადოებას ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას. თუ მშობელი, ოჯახი გადაწყვეტს, რომ ურჩევნიათ ბავშვა სწავლა გააგრძელოს დისტანციურ ფორმატში, მათ ამის საშუალება ექნებათ. იმ სკოლებში სადაც გადავდივართ საკლასო ოთახებში, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით, გორსა და ფოთში კი ყველა კლასში, ამ სკოლებშიც, ტუ მშობლები ჩათვლიან, რომ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა გააგრძელოს დისტანციურად, სკოლები ამას უზრუნველყოფენ. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. სკოლები დაუკავშირდებიან მშობლებს და სურვილის შემთხვევაში დაარეგისტრირებენ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

image_pdfimage_print

Comments

comments