"დავით გარეჯის საქმეზე პოლიტიკური სპეკულაციები მიუღებელი და დაუშვებელია"


gaxaria 3 - AliQ Mediaსაქართველოს პრემიერ-მინისტრმის  გიორგი გახარიას განცხადებით, დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზება აბსოლუტურად მიუღებელია, აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში.

„უნდა გამოვეხმაურო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ არ წყდება მცდელობა საკითხის პოლიტიზების, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და ამის შემდგომ უნდა გავაკეთოთ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხზე უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი.

გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ჩვენს, ორ ქვეყანას შორის, სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს არის ხაზგასმით აღსანიშნავი. მინდა, მოვუწოდო ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზება, ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დავით გარეჯის საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრებისთვის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენის პროცესი მიმდინარეობს.

„ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს. სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.