16 მუნიციპალიტეტის 87 სოფელში მზის პანელები დამონტაჟდა

Here comes the sun: Taking the temperature of the Malaysian solar power  industry | The Starსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, USAID საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, USAID ენერგეტიკის პროგრამისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სოფელ ზემო ნიჩბისში დამონტაჟებული მზის პანელების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მოისმინეს.

მზის პანელები დამონტაჟდა საქართველოს შვიდი რეგიონის იმ სოფლებში, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან, კერძოდ: მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, კახეთისა და აჭარის 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თქმით, ეს არის USAID-თან არაჩვეულებრივი თანამშრომლობის შედეგი.

„ეს არის არაჩვეულებრივი თანამშრომლობის შედეგი, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე USAID-მა გააკეთა დასახლებებისა და ოჯახების მონახაზი, შემდეგ სახელმწიფომ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდის მეშვეობით შეიძინა მზის პანელები, ხოლო მუნიციპალიტეტის უშუალო ჩართულობით მოხდა აღჭურვილობის გადაცემა მოსახლეობისათვის, რაც მრავალი წლის განმავლობაში აპარატურის მოვლა-შენახვასაც გულისხმობს,“ – განაცხადა მზია გიორგობიანმა.

USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორის თქმით, ეს დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ მცხოვრებთათვის.

„ეს დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ მცხოვრებთათვის. ჩვენ დღეს მოვისმინეთ სხვადასხვა თაობის ადამიანების ისტორიები და გვიხარია, რომ მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. USAID-ისთვის ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ სამინისტროსთან, რომელიც ჩვენი პარტნიორია არა მხოლოდ ამ ენერგო-პროექტში არამედ მრავალი სხვა მიმართულებით,“ – აღნიშნა პიტერ ვიბლერმა.

საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებისა და ქვეყნის ყველა მოქალაქის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით, USAID ენერგეტიკის პროგრამამ საქართველოს მთავრობას ტექნიკური დახმარება გაუწია, რაც ელექტროენერგიის ქსელის გარეშე დარჩენილ რეგიონებში, ელექტროფიკაციისთვის ყველაზე ეფექტიანი ტექნოლოგიის დანერგვას ითვალისწინებს

პროექტის მდგრადობის, მზის პანელების სწორად მოხმარებისა და სისტემის შეუსაბამო გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, USAID ენერგეტიკის პროგრამის მხარდაჭერით ადგილობრივ მოსახლეობას ტრენინგები ჩაუტარდა.

image_pdfimage_print

Comments

comments