Covid19 –ის გამო თბილისში შესაძლოა ზომები გამკაცრდეს

 Коррупция, которая убивает. Почему Молдова оказалась не готова к эпидемии -  NewsMakerთბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განაცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო შესაძლოა, თბილისში ზომები გამკაცრდეს.

„ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ შესაძლებელია, თუ ასეთი მატება იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად პირველ სექტემბრამდე გამკაცრებული ზომების პირობებში მატება თითქმის არ გვქონდა, ძალიან მცირე იყო, ახლა მატება არის. შესაბამისად, შეიძლება მთავრობამ გადაწყვიტოს ამის შესახებ. ეს ჩემი გადასაწყვეტი საკითხი არ არის“,- განაცხადა ენდელაძემ.

მისი თქმით , საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ, თუმცა თანმხლები დაავადების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ინფიცირების შემთხვევაში, შედეგი ყოველთვის ლეტალური იქნება. მარინა ენდელაძე განმარტავს, რომ საჭიროა სიფრთხილე, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებული შიში არ უნდა იყოს. მარინა ენდელაძის თქმით, გააჩნია თანხმლები დაავადების სიმძიმეს და იმას, თუ როდის მიმართა პაციენტმა სტაციონარს.

„ჩვენ ყველა გარდაცვალების დროს ვამბობთ, რომ პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები. რა თქმა უნდა, მაგრამ 11 794 პაციენტიდან, გარდაცვლილების გარდა სხვებსაც ჰქონდათ თანხმლები დაავადებები. თანხმლები დაავადებები არ ნიშნავს, რომ აუცილებლად იქნება გარდაცვალება, გააჩნია თანხმლები დაავადების სიმძიმეს, მიმართვას, როდის მიმართა პაციენტმა სტაციონარს და ა.შ. ამდენად, ამ მხრივ არ უნდა იყოს განსაკუთრებული შიში, რომ თანმხლები დაავადება აქვს და ის აუცილებლად გარდაიცვლება, თუმცა ძალიან გვჭირდება სიფრთხილე“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი, გარდაიცვალა შვიდი ადამიანი.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისში, 172 აჭარაში, 117 კი იმერეთში დაფიქსირდა.

image_pdfimage_print

Comments

comments