ლევილში ქართულ-ფრანგული კულტურის დღეები აღინიშნება

საფრანგეთში, ლევილის მუნიციპალურ ცენტრში, ქართულ-ფრანგული კულტურის დღეების ფარგლებში მუსიკალური საღამო გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრადიციად ქცეულ ღონისძიებას საფუძველი18 წლის წინ ჩაეყარა და ის ყოველწლიურად ლევილის მერიისა და ამხანაგობა „ქართული კერას“ ორგანიზებით ტარდება.

წელს, ქართულ-ფრანგული კულტურის დღეების მთავარი თემა ტრადიციული ცეკვა და ლევილური ქართულ-ფრანგული ქრონიკები იყო, რომლის ფარგლებშიც შესრულდა როგორც ქართული, ასევე ფრანგული ტრადიციული ცეკვები. აღსანიშნავია, რომ ქართული ცეკვები წარმოდგენილ იყო XX საუკუნის ქართული წარმოშობის ფრანგული ბალეტის ვარსკვლავის, ეთერ ფაღავას ქორეოგრაფიული სტუდიის ფრანგი მოცეკვავეების მიერ. საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, თეა კატუკია და ლევილის ყოფილი მერი.

ლევილში ქართულ-ფრანგული დღე და ქართული რთველი მოეწყო - ქართული კვირა

ქართულ-ფრანგული კულტურის დღეების ლევილში აღნიშვნა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია და ჩვენი დიდი წინაპრების მიერ დაბა ლევილში შეძენილი მამულის ისტორიასა და მის ახალ სიცოცხლეს უკავშირდება.

2016 წელს 25 წლიანი მოლაპარაკებების პროცესი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე დასრულდა და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდა. ლევილის ისტორიულ მამულში საფუძველი ჩაეყარა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიულ და კულტურულ ქართულ-ფრანგულ მემორიალურ ცენტრს, ლევილის ქართულ აკადემიას. ამით ლევილის მამულს დაეკისრა განსაკუთრებული როლი, საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული, მეცნიერული და სხვა მიმართულებების განსავითარებლად.

image_pdfimage_print

Comments

comments