განათლების სამინისტრო – პოლიტიკური ნიშნით არც ერთი დირექტორი არ გაგვითავისუფლებია

განათლების სამინისტრო სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას აფრთხილებს |  ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.geგანათლების სამინისტროში ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობენ და  აცხადებენ, რომ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა, სამინისტროს მხრიდან არც ერთი დირექტორის გათავისუფლება არ მომხდარა.

„საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა. ეს ინფორმაცია საჯარო სკოლის ყველა დირექტორისთვის კარგად არის ცნობილი.

სამინისტროს მხრიდან არც ერთი დირექტორის გათავისუფლება არ მომხდარა. ყველა მათგანს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში.  შესაბამისად, სამინისტრო გამორიცხავს პოლიტიკური ნიშნით ვინმეს გათავისუფლებას“, – განაცხადეს უწყებაში.

მანამდე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლის დირექტორმა დოდო ჭოტოლაშვილმა განაცხადა, რომ ის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

image_pdfimage_print

Comments

comments