ნოდარ ხადურს NDI-ის კვლევის არ სჯერა

2012 წლის სექტემბერში მახსოვს, როგორი შედეგი დაიდო NDI-ის კვლევის და ვიცი 1 ოქტომბერს რა შედეგიც იყო, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური NDI-ის კვლევებს, რომლის მიხედვითაც სამინისტროებს შორის ყველაზე უარყოფითად სწორედ მისი უწყების მუშაობა შეაფასეს.
“მე თავს შევიკავებ NDI-ს კვლევების კომენტარებისაგან. მე უბრალოდ შეგახსენებთ, ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, 2012 წლის სექტემბერში მახსოვს როგორი შედეგი დაიდო და მერე ვიცი, 1 ოქტომბერს რა შედეგიც იყო”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
NDI-ის კვლევების თანახმად, სამინისტროებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს ფინანსთა სამინისტროს. ამ უწყების მუშაობას “ძალიან კარგი” შეფასება ერთმა პროცენტმაც კი არ მისცა, “კარგი” შეფასება ხადურის უწყებამ გამოკითხულთა 6%-ისგან მიიღო. ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას “ძალიან ცუდად” აფასებს რესპონდენეტთა 9%.

image_pdfimage_print

Comments

comments