დღეს სურსათის საერთაშორისო დღეა

Всемирный день продовольствия переосмысливает возможности 2020 წლის შიმშილის გლობალური ინდექსის თანახმად, საქართველო 26-ე ადგილზეა 107 ქვეყანას შორის.   GHI-ს ახალ  კვლევის თანახმად,  ჩვენი ქვეყანა ჩამორჩება რუსეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და ბულგარეთს, თუმცა საქართველოზე უფრო მეტი ადამიანი შიმშილობს სერბეთში, სომხეთში, ირანსა და ყირგიზეთში.

საქართველოში დაახლოებით 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ამ მონაცემების შესახებ „იუნისეფის“ მიერ ჩატარებული კვლევა ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისში იუწყებოდა.  ამავე კვლევის დასკვნაში წლიური მაჩვენებლის შესახებ ვკითხულობთ: „ყოველწლიურად 800 ბავშვი იღუპება 5 წლამდე ასაკის. აქედან 700 იღუპება პირველი 12 თვის განმავლობაში, ხოლო 400 ბავშვი ამ 700-დან იღუპება დაბადებიდან პირველი კვირის განმავლობაში, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. აქედან 300 უკავშირდება ამა თუ იმ კვებასთან დაკავშირებულ დეფიციტს, როგორიცაა, მცირეწონიანობა, ანემიასთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ“.

სიღარიბის დონე  საქართველოში კვლავ მაღალია, განსაკუთრებით  სოფლად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  იგი მთლიანობაში კლებისკენ წავიდა.  მსოფლიო ბანკის მიხედვით, 2014 წელს,  საქართველოს  მოსახლეობის 32% , აქედან სოფლად 43% თავს ირჩენს დღეში 2.50 აშშ დოლარზე ნაკლები თანხით. 2009 წელს UNICEF-ის მიხედვით, საოჯახო მეურნეობების  40%–მა ვრ შეძლო თავისათვის საკმარისი რაოდენობის სურსათის მოყვანა ან შეძენა, და როგორც თვითონ აღნიშნეს, იკვებებოდნენ „ისე ცუდად, რომ მათი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დადაგა“.

ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის მთლიანი შემოსავლის 54% სურსათზე იხარჯება.

მეტად საყურადღებოა სურსათზე ხელმისაწვდომობის პრობლემა მაღალმთიან რეგიონებში. სიღარიბე და სურსათზე ფასები, როგორც ყველგან, მთიანეთშიც აისახება ოჯახების კვებაზე.  მათი ზრდა იწვევს ოჯახის  კვების სტრუქტურისა და ხარისხის  გაუარესებას.   ხშირად ხდება არჩევანი  სურსათის ფასსა და ხარისხს შორის, რაც უმეტეს  შემთხვევაში  ფასის სასარგებლოდ წყდება. უფრო დაბალი ხარისხის პროდუქტს ფასის გამო უპირატესობას  გამოკითხულთა 84% ანიჭებს. გამოკითხულთა  72,5%–მა (oxfam) შეაფასა როგორც საშუალო, ხოლო 13,8%–მა როგორც ცუდი კვება.

მუნიციპალიტეტეტებში სოციალურ ეკონომიკური ცხოვრება ძლიერაა დამოკიდებული  ცენტრალური ბიუჯეტის სოციალურ ხარჯებზე. საოჯახო მეურნეობის შემოსავლებში შემავალი დახმარებებისა და შეღავათებიდან  ყველაზე დიდი წილი მოდის პენსიისა და სოციალურ დახმარებებზე. მთიან რეგიონებში სურსათზე ხელმისაწვდომობა გართულებულია მთაში მოსახლეობის შემოსავლების დაბალი დონის გამო, რაც განპირობებულია სიღარიბის  მაღალი დონით, სოფლის მეურნეობის დაბალრენტაბელობითა და დაბალშემოსავლიანობით  მის ნატურალურ ხასიათთან ერთად.

ახლა კი, COVID-19-ის აფეთქებამ თანმდევი კარანტინებით და გადაადგილების შეზღუდვით,  ფერმერებს ხელი შეუშალა ფერმერულ საქმიანობაში, ხოლო სურსათის გადამამუშავებელ საწარმოებს – სურსათის გადამუშავებაში.  რესტორნების დახურვამ  შეამცირა მოთხოვნას ახალ პროდუქტზე, გავლენა მოახდენა  მწარმოებლებზე და მომმარაგებლებზე, განსაკუთრებით მცირე ფერმერებზე, რასაც შესაძლოა მოჰყვეს გრძელვადიანი შედეგები.

არ ვიცი, რატომ მგონია,  ჩვენს  უხვმოსავლიან, მრავალფეროვან საქართველში სიტყვა “შიმშილი” არ უნდა ჟღერდეს;  სურსათის ნაკლებობა არ უნდა აწუხებდეს ბავშვებს და მოხუცებს; ჩვენ, ქართველებს, რომლებსაც სიტყვა “ბარაქის” ამდენი სინონიმი გაგვაჩნია, შიმშილზე საუბარიც კი არ უნდა გვეკადრებოდეს…მაგრამ რაღაც რიგზე არაა ჩვენ სახელმწიფო სისტემაში, სამეურნეო განრიგში და თითოეული ოჯახის საქმეში, რადგან მე დღეს ამ სტატიის დაწერა მომიწია…

ანა ბახტაძე

premiumi.ge

 

image_pdfimage_print

Comments

comments