სეზონური ვირუსებიდან ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი, მაგრამ ეპიდსიტუაცია მართვადია

Осторожно: простуда. Грипп и ОРВИ могут ухудшить мужское здоровьеდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით, ვითარება მართვადია.

„ტესტირების მონაცემებით, რომელიც მილიონზე ან 100 000 მოსახლეზე ითვლება, დღეს მილიონზე გვაქვს 213  000 „პისიარ“ ტესტი, ამას თუ დაამატებთ 100 000 მოსახლეზე ანტიგენზე დამყარებულ ტესტს, არა გვიშავს. ანუ, ევროკავშირის ქვეყნებს შორის სადღაც შუა მაჩვენებელზე ვართ. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სერიოზულად რთულდება ეპიდსიტუაცია, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ეს ყველაფერი მართვადია. მართვადია როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით,  რამოდენიმე სეზონური ვირუსი უკვე ცირკულირებს  საქართველოში.

„უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი. ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ჩანს, არც სხვა კორონავირუსები შეინიშნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სეზონურ ვაქცინასთან დაკავშირებით  შემოსულია ვაქცინის 25 000 დოზა, რომელიც განაწილებულია პოლიკლინიკებში და უპირველესად, რისკ-ჯგუფში შემავალი პირები აიცრებიან.

image_pdfimage_print

Comments

comments