გიორგი გახარია:”აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია დემოკრატიის და კანონის უზენაესობის გაძლიერებაში”

გიორგი გახარია - მაიკ პომპეოსთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა, აშშ-საქართველოს ურთიერთობა არასოდეს ყოფილა უფრო დინამიური და განაგრძობს განვითარებასსაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსული ოკუპაციის, რეგიონის გეოპოლიტიკის, შავი ზღვის უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებს.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან იყო პროდუქტიული შეხვედრა, რომელმაც რუსული ოკუპაციის, რეგიონის გეოპოლიტიკის, შავი ზღვის უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხები დაფარა. აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია დემოკრატიის და კანონის უზენაესობის გაძლიერებაში. საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა უფრო დინამიური და ის განაგრძობს განვითარებას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ „ტვიტერის“ გვერდზე.

მიკრობლოგ “ტვითერში”  აშშ–ს სახელმწიფო მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით  რეგიონს ახლა ნატო-სკენ კონკრეტული ნაბიჯები და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სჭირდება.

„კავკასია ცვლილებებს განიცდის და მნიშვნელოვანია, რომ აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს შავი ზღვის უსაფრთხოებას და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. უფრო კონკრეტული ნაბიჯები ნატო-სკენ და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება არის ის, რაც რეგიონს სჭირდება“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი “ტვიტერის” გვერდზე.

სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ მიკრობლოგ “ტვიტერში” განცხადება  გაავრცელა.

„ნაყოფიერი საუბარი მქონდა ჩემს კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მტკიცე, დინამიური ორმხრივი ურთიერთობა არის მყარი საფუძველი ჩვენი საერთო ფასეულობებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულების“, – წერს პომპეო.

მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიან  შეხვდა. მოგვიანებით, შეხვედრა გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და სასულიერო პირებთან. მაიკ პომპეომ ასევე შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

image_pdfimage_print

Comments

comments